ბარმენი

თელავი სრული განაკვეთი Esquisse Telavi
მივლინება: არა ხელფასი: 900
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი
Esquisse Telavi - მდებარეობს თელავის გულში, კახეთის ისტორიული და კულტურული ცენტრის შუაგულში. სასტუმრო გთავაზობთ კომფორტისა და ქართული სტუმართმოყვარეობის იდეალურ შერწყმას.
სასტუმროს აქვს 57 უნიკალური ნომერი, თითოეული განსხვავებული კულტურული თემატიკით, რაც თითოეულ სტუმარს განსხვავებულ და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.
Esquisse Telavi გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დეტალებზე ზრუნვით — ის წარმოადგენს ქართული ოსტატობისა და თბილი მასპინძლობის ნამდვილ ნიმუშს.

“Esquisse Telavi” აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე

ლოკაცია: თელავი, კურდღელაურის 19.

ძირითადი მოვალეობები:
  • შეკვეთების დამზადება სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად;
  • სასმელების ინგრედიენტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
  • სტუმრებისთვის ყოველდღიური შეთავაზებების გაცნობა;
  • გადახდების შემოწმება;
  • ბარში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • ბარის დახურვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა

საჭირო უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

კომპანია გთავაზობთ:
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კვებით და უნიფომრით უზრუნველყოფას
  • 9 საათია ცვლები
  • ანაზღაურება 900 ლარი (Net)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@ginohotels.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995598081608.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!