დამხმარე გეოდეზისტი

თბილისი სრული განაკვეთი მაქრო დეველოპმენტ
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, თურქული
სამშენებლო, უძრავი ქონება: გეოდეზისტი
MAQRO Development არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. 
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი www.maqro.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დამხმარე გეოდეზისტის  პოზიციაზე  (გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე).
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, სამგორის რ-ნი

სამუშაო პირობები: 
  • კვირაში 5 დღე -  08:00 საათიდან 17:00 საათამდე. 
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 

ძირითადი მოვალეობები:
  • ამზომველების, არქიტექტორების ან ინჟინრების მხარდაჭერა საინჟინრო-გეოდეზიური  სამუშაოების განხორციელებაში.
  • თანამედროვე გეოდეზიური აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება
  • სხვადასხვა სირთულისა და ტიპის აზომვითი სამუშაოს შესრულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობა
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
  • შესრულებულ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • თანამედროვე გეოდეზიური აღჭურვილობის და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების ცოდნა
  • განათლება გეოდეზია-ტოპოგრაფიის მიმართულებით.
  • მითითებულ პოზიციაზე საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე  მუშაობის გამოცდილება - სულ მცირე 5 წელი
  • შრომითი უსაფრთხოების წესების ცოდნა
  • ენების ცოდნა აუცილებელია: ინგლისური/თურქული (უპირატესობა ენიჭება თურქულ ენას);

კომპანია გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას, ერთჯერად კვებას, კორპორატიული ნომერს (ულიმიტო პაკეტით)

დაინტერესების შემთხვევაში  გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: info@maqrodevelopment.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ,,დამხმარე გეოდეზისტი“.