საწყობის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი New Yorker
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ბიზნესს NewYorker -ს აქვს 1000-ზე მეტი მაღაზია 40 ქვეყანაში. 
სამომავლო მიზნობრივი ინვესტიციებით საქართველოს ბაზარზე NewYorker- ის პირველი ფილიალი 2013 წელს გამოჩნდა. 
ჩვენი ფილიალები წარმოდგენილია შემდეგ სავაჭრო ცენტრებში: Tbilisi Mall, East Point, Galleria Tbilisi, City Mall (საბურთალო), Metro City Mall (ბათუმი), City Mall (გლდანი). 
 
NewYorker აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისი მოლის ფილიალში. 
 
მოთხოვნები:  
  • 1C -ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 
  • აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კეთილსინდისიერება; 
  • პუნქტუალურობა; 
  • შრომისმოყვარე; 
  • ენერგიული; 
  • ორგანიზებული;     
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სამუშაო სექციის მომზადება და სამუშაო ზონის მუდმივ გამართულობაზე ზრუნვა; 
  • მაღაზიის საწყობის მოწესრიგება/მონიტორინგი; 
  • ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციების და სხვადასხვა შიდა პროცედურების ცოდნა; 
  • კოლექციის მიღება, საწყობში განთავსება;  
  • პროდუქციის გატანის პროცესისთვის პროდუქციის მომზადება; 
  • როგორც მიღებული პროდუქციის, ასევე, გასატანი პროდუქციის მდგომარეობისა და ზომების შემოწმება; 
  • პროდუქციის ზომების გადამოწმება და დარბაზის შევსება; 
  • საწყობში არსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი; 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო განაკვეთი: სრული 
  • დასვენება : კვირაში 2 დღე 
  • ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი 
  • სამუშაო ადგილი : დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;  
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას; 
  • კონკურენტულ ხელფასს; 
  • ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე; 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი - თბილისი მოლის ფილიალი".