სოციალური მედიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კერამიკა საქართველო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
,,კერამიკა საქართველო“- წარმოადგენს  მსოფლიო დონის ბრენდების ინოვაციურ პროდუქტებს სარემონტო და მოსაპირკეთებელ მასალების მიმართულებით, რომელიც აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე:

მოვალეობები:
  • სოციალური ქსელების (Facebook/Instagram) მართვა;
  • ფოტო/ვიდეო კონტენტის მომზადება და განთავსება (პოსტი, სთორი, რილსი);
  • ქოფირაითინგი;
  • გრაფიკული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა: Photoshop, Canva, CapCut;
  • სოციალური მედია ტრენდების მონიტორინგი და ახალი იდეების ინიცირება;
  • ციფრული მედიისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ოპტიმალურად მართვა;
  • ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია - კომენტარებსა და პირად შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
  • სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ფოტო/ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
  • კონკურენტულ ხელფასს; 

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის N18

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV , შემდეგ მისამართზე: hr@leadersystem.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „კერამიკა საქართველო“- სოციალური მედიის მენეჯერი“.

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.   
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge