საკაბელო ტრასების შემოვლის 3 თანრიგის ელექტრომონტიორი

თბილისი სრული განაკვეთი თელასი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას გამანაწილებელი ქსელის სამსახურის დაბალი ძაბვის ქსელის ექსპლუატაციის განყოფილების 0.4-6/10/35 საკაბელო ტრასების შემოვლის 3 თანრიგის ელექტრომონტიორის თანამდებობაზე 
 
თანამდებობრივი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი სპეციალური ტექნიკური განათლება. 
  • სასურველია ქონდეს მსგავსი პროფესიით მუშაობის გამოცდილება. 
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი. 
 
თანამდებობრივი მოვალეობები: 
  • 0,4-6-10-35კვ საკაბელო ტრასებისა და ელეტროგადაცემის საჰაერო ხაზებზე დეფექტების გამოვლენა და მათი მდგომარეობის კონტროლი.  
  • უშუალო ხელმძღვანელისათვის დაუყონებლივი შეტყობინება საკაბელო ტრასების მექანიკური დაზიანების შემთხვევაში და სამართალდამცავი ორგანოების გამოძახება აქტის შედგენის მიზნით.  
  • გამოვლენილი დეფექტების შესაბამის ჟურნალში შეტანა.  
  • გარე ორგანიზაციების ან სს „თელასის“ ქვედანაყოფების მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულების შემოვლა-დათვალიერების განხორციელება.  
  • 0,4-6-10-35კვ. საკაბელო ტრასების და ელეტროგადაცემის საჰაერო ხაზების შემოვლა და დათვალიერების განხორციელება წინასწარ შედგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.  
  • 0,4-6-10-35კვ. საკაბელო ტრასების და ელეტროგადაცემის საჰაერო ხაზების არაგეგმიური შემოვლა და დათვალიერების განხორციელება სტიქიური უბედურების შემთხვევაში.  
  • საკაბელო ტრასების ადგილმდებარეობის მითითება სს „თელასის“ კონტრაქტორებისათვის ან სხვა ორგანიზაციებისათვის გათხრითი სამუშაოების შესრულების დაწყებამდე.  
  • ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ელეტროდანადგარების მოწყობის წესების დაცვის მოთხოვნა სს „თელასის“კონტრაქტორებისა და სხვა ორგანიზაცებისაგან.  
  • ტექნიკური უსაფრთხოების წესების, ელეტროდანადგარების მოწყობის წესების დაუცველობის დროს ან შასაბამისი ნებართვის უქონლობის დროს სამუშაოთა შეჩერება 
 
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია   ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge   2025  წლის  23 მაისის  ჩათვლით  აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.