მოლარე

თბილისი სრული განაკვეთი რეფიქსი
მივლინება: არა ხელფასი: 900 +ბონუსი
ბუღალტერია/ფინანსები: მოლარე (ბუღალტერია)
კომპანია "რეფიქსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
  • გაყიდული პროდუქტის სწორად გაცემის კონტროლი;
  • სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, რეალიზაციების გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება 1C პროგრამის ცოდნას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის III შესახვევი, N 2ა.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა;
ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი

კომპანია "რეფიქსი"-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საღებავებისა და სამღებრო საშუალებების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@reffix.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.