„ვოლტს’’ აცხადებს ვაკანსიას ელექტრული ქსელისა და სუსტი დენების ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანია 2018 წლიდან საქმიანობს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და ინსტალაციას, შემდგომი ტექნიკური სერვისით. ძირითადი მიმართულებები მოიცავს: გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის (HVAC) სისტემებს; წყალმომარაგებისა და წყალარინების (Plumbing) ინფრასტრუქტურას; სანიაღვრე სისტემებს; ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების, სახანძრო ვენტილაციისა და დეტექციის ტექნოლოგიებს; ასევე ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენების სისტემებს, რაც მოიცავს კომპიუტერულ ქსელებს, ვიდეომეთვალყურეობას, დაშვების კონტროლის სისტემებსა და ავტომატიზაციას.
განვიხილავთ როგორ გამოცდილ, ისე გამოუცდელ კანდიდატებს (შესაბამისი მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტებს).
ძირითადი მოვალეობები:

- სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის ელექტრომომარაგების, ქსელის განაწილების და სუსტი დენების სისტემების პროექტირება.
- დანადგარების განლაგების, სქემებისა და დეტალური ტექნიკური ნახაზების შექმნა.
- ადგილობრივი ნორმებისა და ინდუსტრიული სტანდარტების დაცვა.
- ინჟინრული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ტექნიკური გამოთვლების წარმოება.
- არქიტექტორებთან, კონსტრუქციულ ინჟინრებთან და სხვა MEP დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობა სისტემების ოპტიმალურად ინტეგრაცია.
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის სპეციფიკაციები, გამოთვლები და ანგარიშები.
- პროექტის მოთხოვნების მიხედვით დიზაინის გადახედვა და რევიზია.
- ობიექტზე ვიზიტების ჩატარება (საჭიროებისამებრ);
- Revit და AutoCAD-ის გამოყენება 3D მოდელებისა და 2D ნახაზების შესაქმნელად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია Revit ან AutoCAD პროგრამების ცოდნა სისტემების პროექტირებისთვის.
- აუცილებელია MsOffice პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე:
- აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ელექტრული სქემების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
- ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდერტებისა და კანონმდებლობის ცოდნა.
- აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული (განვიხილავთ გამოცდილ და გამოუცდელ კანდიდატებსაც);
- სამუშაო ადგილი: თბილისი.
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიულ განვითარებას და კარიერულ პერსპექტივებს;
- საჭიროებისამებრ, მივლინებებს საქართველოს/მსოფლიოს მასშტაბით ან დროებით ბაზირებას პროექტის აგდილმდებარეობაზე;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@volts.ge , 2025 წლის 13 ივნისამდე.
ტელ: +995555504617
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს “ვოლტს“-ის ბაზაში 1 წლის ვადით.