ელექტრიკოსი

ბათუმი სრული განაკვეთი იელთი ჯგუფი
მივლინება: არა ხელფასი: 1400 - 1600
განათლება: ბაკალავრი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ელექტრიკოსი ენერგეტიკა: ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
,,იელთი ჯგუფი“ და  საერთაშორისო კომპანია IPM, 100–ზე მეტი პრემიუმ  კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით,  აცხადებს ვაკანსიას  ელექტრიკოსის პოზიციაზე. 
ლოკაცია: ბათუმი 
სახელფასო განაკვეთი: 1400-1600 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • აპარტამენტებში არსებული ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • საწარმოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა; 
  • მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა; 
  • ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი; 
  • ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა;  
  • ავარიული შემთხვევების დროული ლიკვიდაცია; 
  • არსებული ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების  შესახებ. 
 
საკვალიფიკაციო  მოთხოვნები: 
  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტროობის მიმართულებით; 
  • აღნიშნულ პოზიციაზე  მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი  გამოცდილება; 
  • ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა; 
  • ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა; 
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების სერთიფიკატი. 
 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com  სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
 
გისურვებთ წარმატებას!