IT მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ნავთობკომპანია ქონექთი
ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
"ქონექთი" — წარმატებული ქართული ნავთობკომპანია, 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და დღესდღეობით ფლობს 130-მდე ობიექტს მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს EURO 5 სტანდარტის შესაბამის უმაღლესი ხარისხის საწვავს, რომელიც იმპორტირებულია ევროპის წამყვანი გადამამუშავებელი ქარხნებიდან.
ჩვენს გუნდში, ვაფასებთ პროფესიონალიზმს, სტაბილურობას და განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეული წევრი იზრდებოდეს პროფესიულად და გრძნობდეს მხარდაჭერას მეგობრულ და კეთილსაიმედო სამუშაო გარემოში.

ქონექთი” აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2ა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ; 
ანაზღაურება: 2000 (NET)

ძირითადი მოვალეობები:
  • არსებული ტექნიკის პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • ქსელის მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია, პრობლემის დიაგნოსტიკა;
  • კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
  • ტექნიკური პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი
  • საოფისე პროგრამებთან და საბაზისო IT სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ტექნოლოგიების სწრაფად შესწავლისა და ადაპტაციის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@connect.com.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ: "IT მხარდაჭერის სპეციალისტი"

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!