ბიუჯეტირების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Artwin Georgia
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბიუჯეტირება და დაგეგმვა
Artwin Georgia აცხადებს ვაკანსიას ბიუჯეტირების სპეციალისტის პოზიციაზე 

ძირითადი მოვალეობები:
  • ბიუჯეტის შემუშავება პროექტებისათვის ყველა შესაბამისი ხარჯის გათვალისწინებით , მათ შორის შრომის, მასალების, აღჭურვილობის , ქვეკონტრაქტორების მომსახურების , ნებართვების , დაზღვევისა და ზედნადები ხარჯების ჩათვლით.
  • მასალების სპეციფიკაციისა და ტიპის გათვალისწინებით თვითღირებულებისა და განფასების ფაილების მომზადება.
  • პროექტში ჩართული თანამშრომლებისგან ბიუჯეტის მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა და საჭიროებისამებრ დამუშავება .
  • ხარჯების კონტროლის სტრატეგიების შემუშავება ფინანსურ , შესყიდვისა და ტექნიკურ დეპარტამენტებთან ერთად , რაც მოიცავს დაზოგვის ინიციატივებსა და რესურსების ეფექტურ განაწილებას.
  • ხარჯთაღრიცხვაში ახალი სამუშაოს შეტანის შემთხვევაში მასალების ღირებულების , შრომის ანაზღაურების, მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების დადგენა შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებზე და საშუალო საბაზრო ფასებზე დაყრდნობით.
  • დაგეგმილ და რეალურ ხარჯებს შორის განსხვავებების ანალიზი , ამ განსხვავებების მიზეზების იდენტიფიცირება , ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება.
  • შესყიდვების დეპარტამენტისგან მიღებული ინვოისების რაოდენობრივ ჭრილში ბიუჯეტთან შესაბამისობის დადგენა .
  • ხარჯებზე დაყრდნობით სავარაუდო შესრულებული სამუშაოს აქტის ღირებულების წინასწარი კალკულაცია .
  • შესაბამის პროგრამაში მუშაობა და ინფორმაციის დამუშავება-ასახვა საჭიროებისამებრ.

აუცილებელი მოთხოვნებია:
  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ სამუშაოზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესია გამოცდილება სამშენებლო სექტორში);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel);

აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • პუნქტუალური.
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო განრიგი: სრული
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქრისტინე შარაშიძის ქ N 25

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე info@artwin.ge აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.