შპს „ვიდისი“ აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე
ორგანიზაციის შესახებ: კომპანია „ვიდისი“ არის ენერგეტიკული მიმართულების სისტემ ინტეგრატორი. ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ენერგეტიკა, მასთან დაკავშირებული პროდუქტებისა და მომსახურეობების შეთავაზება დამკვეთებისათვის.
კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია, მოტივირებული ადამიანებით.
კომპანია „ვიდისი“ არის სწრაფად მზარდი, შედეგზე ორიენტირებული ადამიანების მიერ შექმნილი ბიზნესი, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს საკუთარ სეგმენტში და ავითარებს ენერგეტიკულ ბაზარს საქართველოში. ჩვენს ანგარიშზეა ქვეყანაში შესრულებული არაერთი ენერგეტიკული პროექტი, „ვიდისი“-ს კმაყოფილ კლიენტთა სიაშია უმსხვილესი სახელმწიფო თუ კერძო შემსყიდველები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პოზიტიურ გარემოს;
- პროფესიულ განვითარებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას
ფუნქციები:
- საწარმოს საოფისე ნაწილის, საპირფარეშოების, სამზარეულოს დალაგება-დასუფთავება;
- საწარმოო შიდა ტერიტორიის დასუფთავება;
- საკვების მომზადება;
- კომპანიის საწარმოო სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
- აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა
მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დისციპლინირებულობა;;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო განაკვეთი: 09:00 – 15:00
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა #62;
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: ანაზღაურება 500-600 ლარი
გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - info@vdc.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება .
გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.