მძღოლი-ექსპედიტორი

რუსთავი სრული განაკვეთი AUTOPAPA
მივლინება: არა ხელფასი: 1260
მართვის მოწმობა: C
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი ავტო-მოტო სერვისი: სატვირთო ავტომობილის მძღოლი
AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00;
  • ანაზღაურება: 1260 ლარი ხელზე ასაღები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;
  • სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ავტომობილის სასურსათო პროდუქციით დატვირთვა დამხმარე პერსონალთან ერთად;
  • სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, პროდუქციის ავტობაზრობის ტერიტორიაზე გადატვირთვა / ჩამოტვირთვა (დამხმარე პერსონალთან ერთად) და პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარება ზედნადების საფუძველზე;
  • პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება, როგორც სავაჭრო, ასევე კვების ობიექტებისთვის;
  • შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება (სასურველი);
  • B -კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;

 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 557 69 29 60 (ნინო), ან გამოგვიგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან
მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:
https://www.autobazroba.com/
https://autopapa.ge/ge/page/about
https://m.facebook.com/autopapa.ge/

AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.