დაცვის უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი G&A GROUP
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი), მაღაზიის/ობიექტის დაცვა
"G&A Group" აცხადებს ვაკანსიას დაცვის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დემეტრე თავდადებულის 29

ჩვენ შესახებ:
"G&A Group" არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კონტროლი
  • ვიდეომონიტორინგის სისტემების მართვა და ანალიზი
  • დაცვის თანამშრომლების მართვა, გრაფიკების შედგენა და ინსტრუქციების გაცემა
  • საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება
  • უშიშროების პოლიტიკის და პროცედურების შემუშავება და მონიტორინგი
  • თანამშრომლობა მენეჯმენტთან და სამართალდამცავ სტრუქტურებთან საჭიროების შემთხვევაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ობიექტის უსაფრთხოების მართვაში
  • დაცვის სამსახურის ორგანიზების და მართვის უნარი
  • ვიდეომეთვალყურეობის და უსაფრთხოების სისტემების ცოდნა
  • ფიზიკური გამძლეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დისციპლინა, ორგანიზებულობა და კრიტიკულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება

რას გთავაზობთ:
  • სტაბილური სამუშაო გარემო
  • კონკურენტული ანაზღაურება
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge