ლოჯისტიკის მენეჯერი

მცხეთა სრული განაკვეთი სპეცკომფორტი
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, რუსული, ინგლისური მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი

სპეცკომფორტი № 1 ოქროს ბრენდის მფლობელი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2015 წელს ‘’აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით .https://speckomforti.ge/ge/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98

სპეცკომფორტი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება ფიქსირებული პირველი ორი თვე 2000- შემდგომ 2500 ლარი. 
ხელფასის ზრდის პერსპექტივა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია ლოჯისტიკაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება (სავალდებულოა);
  • პროგრამების  MS office Word, Excel) ცოდნა;
  • ენების ცოდნა : რუსული, ინგლისური (სასურველია)

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
  • კომპანიაში სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
  • შეკვეთების დროულად და ორგანიზებულად  მიწოდების მონიტორინგი, GPS მონიტორინგი;
  • ავტოპარკის გამართულობაზე ზრუნვა, სერვისში გადაყვანილი მანქანების მონიტორინგის წარმოება და კონტროლი,ობიექტზე მისული ავტომობილების დროული დაცლა და მონიტორინგი მუდმივი კომუნიკაცია სერვისთან. სერვისის ფასების ბაზრის კვლევა.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შერულებული რეისების შედარება ფინანსურ განყოფილებასთან;
  • HR პროგრამაში დაქვემდებარებული თანამშრომლების გრაფიკების მართვა;

პიროვნული მახასიათებლები
  • ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • არაკონფლიქტურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.             

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე:Hr@speckomforti.ge  და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  – ლოჯისტიკის მენეჯერი .