ჰოლანდიურენოვან კლიენტთა მხარდაჭერის წარმომადგენელი

თბილისი სრული განაკვეთი Evolvexe
მივლინება: არა ხელფასი: 2100
ენები: ინგლისური, ჰოლანდიური
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ევოლვექსი აცხადებს ვაკანსიას ჰოლანდიურენოვან კლიენტთა მხარდაჭერის წარმომადგენლის (CSR) პოზიციაზე საერთაშორისო პროექტში.

კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი შეასრულებს შუამავლის როლს და მომხმარებლებს მიაწვდის ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება მომხმარებლებს მათ ანგარიშებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში. სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის CSR უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდით და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარები. ევოლვექსი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი აპარატურით და სამუშაო გარემოსთან ადაპტირების მიზნით, ჩაუტარებს დეტალურ ტრენინგს. პროექტის საწყის ეტაპზე CSR იმუშავებს ოფისიდან.

პასუხისმგებლობები:
  • მომხმარებელთა წერილობითი მოთხოვნების დამუშავება;
  • ამომწურავი რჩევების მიწოდება და მომხმარებელთა შეკითხვების განმარტება;
  • მომხმარებლებისა და ტრანზაქციების მონაცემების დამუშავება;
  • მენეჯერთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.

მოთხოვნები:
  • ჰოლანდიური ენის საშუალო სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
  • პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მოქნილ გრაფიკში მუშაობის უნარი, ღამის საათებისა და შაბათ-კვირის ჩათვლით.

ჩვენ გთავაზობთ:
  • თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მქონე ოფისს.
  • ანაზღაურებად შვებულებას 6 თვის შემდეგ.
  • ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ტრენინგს.
  • პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
  • ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას.
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
  • 8 საათიან ცვლას.
  • 2100 ლარამდე გროს ხელფასს თვეში (21 სამუშაო დღის მიხედვით).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/pqXvtHId
წარმატებებს გისურვებთ!
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე