მოლარე

თბილისი სრული განაკვეთი თურსა
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1050
გაყიდვები: მოლარე
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას მოლარის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდული პროდუქციის გატარება
  • პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;

პიროვნული მახასიათებლები:
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 და 16:00-23:00 მონაცვლეობით;
  • დასვენება: კვირაში 1 დღე;
  • ხელფასი: პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 1000 ლარს, ხოლო შემდგომ - 1050 ლარს.
  • 6 თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია;
  • ერთი წლის შემდეგ თანამშრომელი ისარგებლებს მეცამეტე ხელფასით.
  • აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2-3 დღე.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე.
  • სასურველია Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Hr@tursa.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "მოლარე (თბილისი)".

კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.