კომპანია "სპექტრუმი", წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. ვაცხადებთ ვაკანსიას ქოფირაითერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- SEO-ს სტრატეგიაზე ორიენტირებული ტექსტების შემუშავება და ოპტიმიზაცია კომპანიის ვებსაიტისთვის და ბლოგისთვის;
- საკვანძო სიტყვების კვლევა, ანალიზი და ეფექტური ინტეგრაცია ტექსტებში;
- სოციალური მედია კამპანიებისთვის კრეატიული და ჩართულობის განმაპირობებელი ტექსტების შექმნა;
- პრეზენტაციებისთვის მკაფიო, ეფექტური და პროფესიული ტექსტების მომზადება;
- Google Ads და Meta Ads კამპანიებისთვის სათაურებისა და აღწერების შედგენა;
- ანალიტიკური ხელსაწყოების (მაგ., Google Analytics, SEMrush) გამოყენება და შედეგებზე დაყრდნობით ტექსტების კორექტირება;
- თანამშრომლობა მარკეტინგისა და დიზაინის გუნდებთან, პროექტების წარმატებით განსახორციელებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1-C2);
- SEO ოპტიმიზირებული ტექსტების შექმნის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უპიტარესობად ჩაითვლება უმაღლესი განათლება ან გამოცდილება არქიტექტურის, დიზაინის ან მომიჯნავე სფეროებში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
"სპექტრუმიის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ "სპექტრუმის" ელფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.