ს.ს. „ ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი“ აცხადებს სეზონურ ვაკანსიას დამხვედრ-გამცილებლის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში.
კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით და პარტნიოერები ჰყავს „გალფი“-სა და „დსთ“-ის ქვეყვენში. მუშაობს B2B მიმართულებით და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს. „ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი“ აერთიანებს ორასამდე თანამშრომელს და პოზიციონირებს, როგოროც ქალაქ თბილისში, ასევე ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- აეროპორტში სტუმრების დახვედრა-გაცილება;
- სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- სტუმრების სასტუმროში განთავსება;
- აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაბელური;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პერიოდი - მაისი-სექტემბერი;
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი, ორი დასვენების დღე. (სამუშაო დღეები დამოკიდებულია ავია რეისებზე)
სამუშაო საათები: სრული, 8 საათიანი გრაფიკი;
სამუშაო ლოკაცია: ბათუმის აეროპორტი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@GDM.GE
აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს
„ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).