განვადების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Wishlist.ge
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური
საბანკო: სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“  აცხადებს ვაკანსიას “განვადების მენეჯერის“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი მოლი

ფუნქცია/მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის ონლაინ განვადებაზე მომსახურების გაწევა;
  • ადგილზე მოსული მომხმარებლის მომსახურება. (განვადების შევსება, გაცემა)
  • განვადების დოკუმენტების მუდმივად მოწესრიგება და ბანკთან გაგზავნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • სასურველია 6 თვიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: 1000 ლარი
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით.
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.
  • მზარდი ანაზღაურების სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
  • ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge
გთხოვთ, “subject”-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „განვადების მენეჯერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!