მაღაზიის მენეჯერი

თბილისი, რუსთავი სრული განაკვეთი HUMANA
მივლინება: არა ხელფასი: 1512 - 1890 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
“ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია” დაარსადა 2021 წელს და არის „Humana People to People Baltic“-ის დიდი ოჯახის ნაწილი. 
„Humana People to People Baltic“ მეორადი მაღაზიების ერთ-ერთი წამყვანი ქსელია ევროპაში. კომპანიის შექმნის იდეა იყო მეორადი ტანსაცმლის გამოყენებით შეგვექმნა ფონდების მოზიდვის მოდელი, რაც ერთის მხრივ  საშუალებას მისცემდა ადამიანებს ეყიდათ კარგი ხარისხის ტანსაცმელი გონივრულ ფასად და მეორეს მხრივ მიღებული რესურსები გამოგვეყენებინა მდგრადი გლობალური განვითარების პროექტების მხარდაჭერად.
დღეს „Humana People to People Baltic“ აქტიურად ოპერირებს მსოფლიოს 25 ქვეყანაში, აქვს 300 -ზე მეტი მაღაზია, დასაქმებული ჰყავს 3600- ზე მეტი ადამიანი და ჩართულია მდგრადი გლობალური განვითარების პროექტების მხარდაშერაში აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში.

ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია” ში ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გააძლიერონ ჩვენი გუნდი საცალო ვაჭრობის მიმართულებით.

კომპანიაში ვეძებთ: 
აქტიურ, პასუხისმგებლიან ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი გახდეს სწრაფად მზარდი გუნდის ნაწილი, გახდეს ცვლილებების დანერგვის და მართვის აქტიური მონაწილე, მაღაზიის მენეჯერის  პოზიციაზე რუსთავში ან თბილისში სამუშაოდ.

საქმე რომლებშიც ვგჭირდება შენი დახმარება:
  • მაღაზიის გამართულად მუშაობის და გეგმის შესრულების უზუნველყოფა;
  • პროდუქციის მიღება და კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით მაღაზიაში გასატანად მომზადება (დახარისხება,დაფასვა);
  • მაღაზიის საწყობის ნაშთების მონიტორინგი, ყოველკვირეული/ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩატარება; 
  • ყოველდღიურად გაყიდვების ანალიზის საფუძველზე მაღაზიაში პროდუქციის გამოტანა და კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით განლაგება;
  • ყოველდღურად მაღაზიაში წესრიგის, სისუფთავის მონიტორინგი;
  • სალარო პროგრამაში სიახლეების/აქციების მონიტორინგი;
  • პრობლემურ მომხმარებელთან კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება;
  • სალაროს გამართულად მუშაობის მონიტორინგი, ყოველდღიური ინკასაციის უზრუნველყოფა;
  • გუნდის სამუშაო პროცესის მართვა, ყოველთვიური შეხვედრების ჩატარება, გუნდის სწავლება და განვითარება; 
  • გუნდის ახალი წევრების დატრენინგება, მათი ახალ სამუშაო გარემოში ადაპტაციის მხარდაჭერა;
  • გუნდის წევრების სამუშაო გრაფიკის შედგენა, შვებულების/ ბიულეტენის და სხვა დასვენების დღეების მონიტორინგი; 
  • გაყიდვების და ინვეტარიზაციის შესახებ ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი არეა და კომერციულ მენეჯერებთან;

გამოცდილება რომელიც მნიშვნელოვანია რომ გქონდეს:
  • რითეილში მაღაზიის მენეჯერად მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილებაა;
  • ტანსაცმლის საცალო ვაჭრობაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაო დრო:  კვირაში 40 საათიანი ცვლადი სამუშაო გრაფიკი,თვეში 6 დასვენების დღე;
ანაზღაურება: 1512 ლარი (NET) პირველი სამი თვის განმავლობაში. მეოთხე თვიდან 1890 ლარი (NET) + გეგმის შესრულებაზე დამყარებული კვარტლური საბონუსე სისტემა.;
გამოსაცდელი პერიოდი: 6 (ექვსი) თვე;
ლოკაცია: ქ. რუსთავი, ქ. თბილისი

თუ გაგიჩნდა სურვილი რომ გატხე ჩვენი დიდი გუნდის ნაწილი გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე hr@humana-georgia.ge სივის გამოგზავნისას გთხოვ, რომ იმეილის სათაურის (Subject) ველში გადაიტანო დასახელება : „მაღაზიის მენეჯერი“ და მიუთითო სასურველი ქალაქი - რუსთავი ან თბილისი
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

მადლობა დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს.