გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Geosm
მივლინება: არა ხელფასი: 1200 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია “Geosm” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 3000-მდე დასახელების პროდუქცია. მაღაზია ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 14
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 10:00-20:00სთ, დასვენება - ყოველ მესამე დღეს
ანაზღაურება: 1200 ლარი ფიქსირებული + სამი თვის შემდეგი ბონუსი +  ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა
  • გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება
  • მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა
  • კლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად
  • მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
  • ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება

ძირითადი მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული თვისებები: 
  • ენერგიული;
  • ორგანიზებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • მოტივირებული;
  • შრომისმოყვარე;
  • თავაზიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: shop@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!