ბუღალტერი

ბათუმი სრული განაკვეთი ამბასადორი ბათუმი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
შპს ,,ამბასადორი ბათუმი” აცხადებს ვააკნსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი შესაბამის სფეროში
სფერო: სამშენებლო და/ან სასტუმრო-სარესტორნო

ძირითადი მოვალეობები:
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და სისტემატიზაცია;
  • შემოსავლებისა და ხარჯების ყოველდღიური აღრიცხვა (როგორც მშენებლობის, ისე სარესტორნო/სასტუმრო ობიექტების მიხედვით);
  • ხელფასების, ბონუსებისა და შვებულების ანალიზი და ასახვა;
  • საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, მოგების და სხვა) მომზადება და წარდგენა;
  • ინვენტარიზაციის და მარაგების კონტროლი, ხარჯვის ანალიზი;
  • ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა და პერიოდული ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
  • თანამშრომლობა აუდიტორთან და საგადასახადო ორგანოებთან საჭიროების შემთხვევაში.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრად სამშენებლო ან/და სასტუმრო-სარესტორნო სფეროში;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • სასურველია SUPERFIN-ის ცოდნა, არ ცოდნის შემთხვევაში შევასწავლით ადგილზე;
  • დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი მიდგომა სამუშაოს მიმართ.

რას გთავაზობთ:
  • ორჯერადი კვება;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
  • კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად;
  • პროფესიული ზრდისა და გადამზადების შესაძლებლობა;
  • თანამედროვე ოფისი და მეგობრული გუნდი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: m.tsintskiladze@ambassadori.com და სათაურის ველში მიუთითეთ “პოზიცია: ბუღალტერი”.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 ივნისი.