საწარმოს მენეჯერის თანაშემწე

ბათუმი სრული განაკვეთი ნოვა
მივლინება: არა
ადმინისტრაცია: პირადი ასისტენტი წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „საწარმოს მენეჯერის თანაშემწის“ პოზიციაზე ბათუმში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მენეჯერის დახმარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო პროცესის უწყვეტობა, კლიენტთა სრულყოფილი მომსახურება, თანამშრომელთა მხრიდან წესრიგის, შრომის და სახანძრო უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
  • პროდუქციის წარმოებისა და გაცემის კონტროლი;
  • საწარმოში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა და სასაქონლო სახე (ნივთი არ იყოს დაზიანებული: დახეული, დამტვრეული, დაკაწრული, სველი და ა.შ.), ვადები, სწორი განლაგება და სათანადო პირობები);
  • ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი;
  • ხელმძღვანელის დახმარება მარაგების კონტროლის და წუნდებული პროდუქციის მართვის კუთხით;
  • მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციის მიერ დათქმულ დროს;
  • ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და ხელმძღვანელის დროული ინფორმირება, რომელიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს;
  • საწარმოს მენეჯერის ფუქნციების შეთავსება მისი არყოფნის შემთხვევაში;
  • ხელმძღვანელის მიერ მითითებული და დაკისრებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სამშენებლო-სარემონტო მასალების საწარმოში მუშაობის გამოცდილება ;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა ;
  • წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
  • შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

სასურველი უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება - შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - სრული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 22 ივნისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ „ საწარმოს მენეჯერის თანაშემწე“. 

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.