საწყობის მარაგების მართვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯი ეს ემ სერვისი
მივლინება: არა ხელფასი: 2300 - 3000
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა, საწყობი
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;
ანაზღაურება: 2300-3000 ლარამდე

კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას - საწყობის მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
  • სასაწყობე განლაგების დაგეგმარება;
  • საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება-გაცემის, ნაშთების პროგრამულ მონაცემებთან და საბუღალტრო დოკუმენტაციასთან შედარება და კონტროლი.
  • კომპანიის საწყობებში არსებული ბრუნვის კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭება და საწყობში განთავსება, ნომენკლატურული წარმოების გაკეთება ან დაშლა;
  • მოთხოვნილი ნაწილის ობიექტზე ან ადგილზე მიწოდების უზრუნველყოფა;
  • ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების კონტროლი;
  • სახარჯი კატეგორიების შესყიდვაზე მოთხოვნის გაგზავნა და მარაგის კონტროლი;
  • ცენტრალური საწყობის პერიოდული (მინიმუმ კვარტალში ერთხელ) აღწერა, ფაქტობრივი მონაცემების შედარება ელექტრონულად აღრიცხულ მონაცემებთან;
  • აღრიცხვის აქტების მომზადება, გაფორმება და დაარქივება;
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა (კომერციული და ფინანსური ოპერაციები, ინფორმაცია შიდა ნორმატიული დოკუმენტების შესახებ, ინფორმაცია კომპანიის გეგმების შესახებ და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ დაკავშირებულია დამსაქმებელთან და მის კლიენტებთან);
  • სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც შესაძლებელია არ იყოს აღწერილი აღნიშნულ დოკუმენტში, თუმცა გამომდინარეობდეს აღნიშნული პოზიციის სპეციფიკიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ცვლილებთან შეგუების უნარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.