პროფეშონალ თრეველ სერვის“-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. ოფისი მდებარეობს ქალაქ ბათუმში.
კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. ოფისი მდებარეობს ქალაქ ბათუმში.
სამუშაო განრიგი : ორშაბათი-პარასკევი; 10:00-დან 18:00;
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. N 11;
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. N 11;
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
- მიღებული ჯავშნების დამუშავება და ტრანსფერების წარმატებით უზრუნველყოფა.
- ინფორმაციის საოპერაციო სისტემაში ასახვა, სასტუმროსთვის მიწოდება და პარტნიორ მხარეებთან დასტურის გაზიარება.
- პარტნიორი მხარიდან მიღებული კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინება და მათი დამუშავება.
- ოთახების ჯავშნის ინფორმაციის მიღება და მათი გადამოწმების უზრუნველყოფა როგორც სისტემურად, ასევე სასტუმროსთან შეთანხმებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
- დროის მართვის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
- პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@GDM.GE და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
გისურვებთ წარმატებას!
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „პროფეშონალ თრეველ სერვის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიმოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).