შიდა აუდიტი

რუსთავი სრული განაკვეთი Construction Service
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: აუდიტი
სამშენებლო კომპანია  შპს „CONSTRUCTION SERVICE “ აცხადებს ვაკანსიას ”შიდა აუდიტის“ პოზიციაზე 
სამუშაო განაკვეთი:  სრული 
ანაზღაურება: ინდივიდუალური შეთანხმებით 
სამუშაო ადგილი: რუსთავი 
 
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები 
  • ყოველწლიური, რისკზე დაფუძნებული აუდიტის გეგმის შედგენა და განახლება; 
  • აუდიტის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება; პროცესში შესაბამისი მონაცემების და დოკუმენტაციის მოპოვება და ანალიზი; 
  • რისკების და შიდა კონტროლების შეფასება; შეუსაბამობების, დარღვევების და სუსტი მხარეების გამოვლენა; 
  • კონტროლის მექანიზმების ტესტირებაში მონაწილეობა; 
  • შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებისა და ტესტირების შედეგების ანალიზის საფუძველზე არსებული დარღვევების/ნაკლოვანებების განსაზღვრა; 
  • კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობისა და ადეკვატურობის შეფასება; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და შემოწმების აქტის/დასკვნის მომზადება; 
  • გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდული მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება; 
  • შემოწმების პროექტის ფარგლებში მონაცემების შეგროვება და მათი სამუშაო დოკუმენტაციაში მოქცევა; 
  • აუდიტის ანგარიშების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვისა და კომპანიის აქციონერებისთვის; 
  • რეკომენდაციების შემუშავება რისკების ეფექტიანი მართვისა და დანახარჯების ოპტიმიზაციის მიზნით; 
  • აუდიტის რეკომენდაციების და გამოსასწორებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი (follow-up); 
  • თანამშრომლობა კომპანიის გარე აუდიტორებთან; 
  • შიდა აუდიტის სფეროში სიახლეების და საუკეთესო პრაქტიკის მუდმივი გაცნობა და დანერგვა; 
  • საჭიროების შემთხვევაში ფორმალური პროცესებისა და პროცედურების აღწერა, შემუშავება და დანერგვა. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით 
  • 3 წლიანი გამოცდილება შიდა აუდიტის/ფინანსური კონტროლის მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება სამშენებლო, ინფრასტრუქტურული ან დეველოპერული პროექტების აუდიტში გამოცდილება) 
  • სამშენებლო პროექტების ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირებისა და კონტროლის პროცესების ცოდნა 
  • სავალდებულოა MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა 
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა 
  • სასურველია ERP სისტემების და/ან პროექტების მართვის პროგრამების ცოდნა  
 
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით! 
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე:  Vacancy@cs.ge 
მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით. 
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს,,Construction service’დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს ,,Construction service“-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ. 
 
გისურვებთ წარმატებას!