კომპანია "ონექს ჯეორჯია" აცხადებს ვაკანსიას სოციალურ მედიის მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ კრეატიული აზროვნების მქონე, თვითმოტივირებულ სოციალურ მედიის მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც შეძლებს კომპანიის სერვისების პოპულარიზაციასა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდას.
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
- შინაარსის შექმნა სოციალური ქსელებისთვის (ტექსტები, ვიზუალური მასალა);
- მიზნობრივი სარეკლამო კამპანიების განხორციელება Facebook-ზე და Instagram-ზე;
- ვებსაიტის შინაარსის მართვა და განახლება;
- ელფოსტის მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
- მრავალ ამოცანასთან ერთდროულად მუშაობისა და მკაცრი ვადების დაცვის უნარი;
- ძლიერი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სოციალური მედიის წარმატებული კამპანიების მართვის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ფლობა, ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
- სასურველია Photoshop-ის და ვიზუალური მასალის შექმნის უნარი.
თუ თვლით რომ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს შეესაბამებით, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr@onex.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.