აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.
მოვალეობები:
მოთხოვნები:
გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: „ადმინისტრატორი“.
გისურვებთ წარმატებას!
მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში ფრონტ ოფისის მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.
მოთხოვნები:
- სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან უცხო ენების განხრით.)
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- უცხო ენების ცოდნა
- საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
- სასტუმროს მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. (Opera PMS_ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: „ადმინისტრატორი“.
გისურვებთ წარმატებას!