ადმინისტრატორი

ბათუმი სრული განაკვეთი Alliance Palace
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)
აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში ფრონტ ოფისის მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

მოთხოვნები:
  • სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან უცხო ენების განხრით.)
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • უცხო ენების ცოდნა
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • სასტუმროს მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. (Opera PMS_ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: „ადმინისტრატორი“.
გისურვებთ წარმატებას!