ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ბორან ლაითი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1200 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
კოპმანია ბორან ლაითი აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი ორშაბათი - პარასკევი 08:30 – 17:30

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ძირითადი მოვალეობები:
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • პროდუქციის ცოდნა;
  • ოპერაციების პროგრამული ასახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად.
  • საბუთების მოწესრიგება (მიღება-ჩაბარებების მომზადება და გაფორმება, ზედნადებების ატვირთვა,; 
  • დღიური საბუთების წარმოება. 
  • თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
  • რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;(სასურველია)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS word, MS Excel);
  • სადიტსრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • პროგრამა Fina-ს ცოდნა (სასურველია)

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგებზე ორიენტაცია;
  • პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;

ანაზღაურება : 1 თვე - 1000 ლარი; 2 თვე - 1200 ლარი + საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: shotadvalishvili30@gmail.com
პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.