სოკარი - შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას თბომავლის მემანქანეს პოზიციაზე
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო
ჩვენ გთავაზობთ:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ძირითადი მოვალეობები:
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
- ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
- ტექნიკური განათლება (უპირატესია სარკინიგზო ტრანსპორტთან დაკავშირებით).
- თბომავლის მართვის უფლების მოწმობის ქონა.
- სარკინიგზო ტრანსპორტში მუშაობის გამოცდილება (სასურველია 2 წლის).
- წერილობითი დასკვნა სადგურ ფართო-წყალში თბომავლის მართვის შესახებ.
- თბომავლის მემანქანე კარგად უნდა ერკვეოდეს: „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტზე მატარებლების მოძრაობისა და სამანევრო სამუშაოების“ ინსტრუქციაში, „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლოატაციის წესებში“, „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტზე სიგნალიზაციის ინსტრუქციაში“.
- თბომავლის ექსპლოატაციისა და რემონტის დროს უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარული, აგრეთვე თბომავლის სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქციების ცოდნა.
- შენიშვნა: პერიოდულად თბომავლის მემანქანემ უნდა გაიაროს ცოდნის შემოწმება ზემოთ აღნიშნულ ინსტრუქციებისა და წესების ცოდნაში;
- ენების ცოდნა: ქართული ენის გამართულად ფლობა, რუსული (სასურველი).
ძირითადი მოვალეობები:
- თბომავლის მიღება-ჩაბარებისას, აგრეთვე თბომავლის გაჩერებულ მდგომარებაში ყოფნისას აწარმოოს თბომავლის ტექნიკური მომსახურეობა.
- თბომავლის მემანქანე სამანევრო სამუშაოების წარმოებისას ვალდებულია:
- ზუსტად და დროულად ასრულებდეს სამანევრო სამუშაოს/დავალებებს;
- ყურადღებით ადევნებდეს თვალყურს გადაცემულ სიგნალებს, ზუსტად და დროულად ასრულებდეს მითითებებს გადაადგილებათა შესახებ;
- უზრუნველყოს მანევრების წარმოების უსაფრთხოება და მოძრავი შემადგენლობის დაცულობა.
- თბომავლის მემანქანე უნდა იცავდეს თბომავლის მართვის რაციონალურ რეჟიმს.
- თბომავლის მემანქანე ვალდებულია შეასრულოს რკინიგზის დისპეტჩერის, მატარებლების შემდგენლის, სადგურ ფართო-წყლის სადგურის მორიგის და სხვა თანამდებობების პირების ბრძანებები, რომლებიც პასუხს აგებენ სამანევრო შემადგენლობებისა და მატარებლების მოძრაობის ორგანიზაციისა და ყულევის ტერმინალის მისასვლელ ლიანდაგზე და სადგურ ფართოწყალში მანევრების წარმოებაზე.
- თბომავლის მემანქანე ვალდებულია გააკონტროლოს უსაფრთხოების მოწყობილობებისა და რადიოკავშირის, თბომავლის კვანძებისა და აგრეგატების მუშაობა.
- თბომავლის მემანქანე ვალდებულია ყაირათიანად გამოიყენოს სათბობ-ენერგეტიკული რესურსები, საპოხი და სხვა მასალები, აწარმოოს დიზელის საწვავისა და თბომავლის ნამუშევარი საათების აღრიცხვა, გამართულ მდგომარეობაში შეინახოს ინვენტარი, ინსტრუმენტი და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
- თბომავლის მემანქანე უსაფრთხო მოძრაობისთვის საშიში ყველა გამოვლენილი ნაკლოვანების შესახებ აკეთებს ჩანაწერს მემანქანეთა ჟურნალში და აცნობებს რკინიგზის დისპეტჩერს.
ანაზღაურება და დამატებითი პირობები:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: +995 577 95 87 41; +995 322 24 38 38.
CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 23.06.2025
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „შავი ზღვის ტერმინალმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
- ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
- სამუშაო პერიოდი - ცვლაში (ცვლის დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში არანაკლებ 14 და არაუმეტეს 17 ცვლისა); (მიმდევრობით 4 კალენდარული დღე მუშაობა, შემდგომ 4 კალენდარული დღე დასვენება)
- უფასო კვება;
- კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.