დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიისთვის.
სამუშაო აღწერილობა:
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი ახალი სადაზღვევო პროდუქტის იდეების მოსაპოვებლად
- პროდუქტის შექმნა და განვითარეაზე ორიენტირებულობა
- მომხმარებელთა სეგმენტაციისა და ქცევის ანალიზი მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობით
- სადაზღვევო პროდუქტების კონცეფციის შემუშავება და პროტოტიპირება
- თანამშრომლობა ანალიტიკის, იურიდიული, რისკებისა და გაყიდვების გუნდებთან პროდუქტის განვითარების მიზნით
- პროდუქტების პოზიციონირების და სარეკლამო კამპანიების უზრუნველყოფა
- პროდუქტის ეფექტურობის მონიტორინგი ბაზარზე და შემდგომი გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება
- დოკუმენტაციის, პირობებისა და წესების მომზადებაში მონაწილეობა
- ციფრულ და მარკეტინგულ კამპანიებთან კოორდინაცია ახალი პროდუქტის გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის ხელმძღვანელი/მენეჯერის, განვითარების მენეჯერი ან პროდუქტის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე სადაზღვევო, საფინანსო ან FMCG სექტორში;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე: recruitment3@hh.ge
გისურვებთ წარმატებებს!
გისურვებთ წარმატებებს!