მთავარი ბუღალტრის დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი ნატურლენდი
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
კომპანია „ნატურლენდი“ წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში ბავშვთა კვების, კოსმეტიკის, ჰიგიენისა და ტექნიკის სფეროში.
ვაკანსია: მთავარი ბუღალტრის დამხმარე.

სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა (კიკვიძის პარკთან ახლოს) .
სამუშაო განაკვეთი სრული - 5-სამუშაო დღე (10:00 -სთ-დან 18:00-სთ.-მდე. ).
სამუშაოს ანაზღაურება 2000 ლარი საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით და დაქირავებულის საპენსიო შესატანის 2 %-ის ჩათვლით.

ძირითადი მოვალეობები:
  • მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა ყოველდღიურ ბუღალტრულ საქმიანობაში;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა;
  • ბუღალტრული მონაცემების ასახვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;
  • სხვა ბუღალტრული დავალებების შესრულება საჭიროების შემთხვევაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური);
  • ბუღალტრულ პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (oris სასურველია 1C ცოდნაც);
  • საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • პირველადი დოკუმენტაციის წარმოებისა და აღრიცხვის გამოცდილება;
  • Excel-ის ცოდნა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით :b.getiashvili@naturland.ge