გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი GMC Motors
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
GMC Motors აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების კონსულტანტის (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მისაბმელები) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში შემოსულ კლიენტებთან პროფესიონალური და გულწრფელი კომუნიკაცია;
  • მისაბმელი ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლების დეტალურად მიწოდება კლიენტისთვის;
  • კლიენტის საჭიროებების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
  • გაყიდვების პროცესის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ტექნიკის ბაზარზე ტენდენციების ცოდნა და კომპანიის პროდუქციის მუდმივი შესწავლა.

მოთხოვნები:
  • გამოცდილება სასურველია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან სხვა ტექნიკური პროდუქციის გაყიდვაში;
  • ტექნიკური განათლება/ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი და თავაზიანი დამოკიდებულება;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: giorgigmc@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995550050277