ოფის-მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Indigo Cars
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.
Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით  ახალ სამუშაო ადგილებს.

ავტოიმპორტიორი კომპანია "indigo cars" აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის  პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00  -19:00 საათამდე
ანაზღაურება: 1000 ლარი  

ძირითადი ფუნქციები: 
  • ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
  • კომპანიის შემოსული/გასული კორესპონდენციის წარმოება. საფოსტო გზავნილების მიღება-გადამისამართება;
  • ოფისის სტუმრების მიღება და შესაბამისი კოორდინაცია;
  • ადმინისტრაციის  დოკუმენტების მომზადებასა და დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებაში ჩართულობა;
  • დამკვეთებისა და ვიზიტორებისათვის, კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება;
  • ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმების მართვა (facebook, instagram, );
  • სოც-მედიას მეშვეობით კლიენტებთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გაცემა (კომენტარები და ინბოქსი);
  • ოფისის დამლაგებლების სუპერვიზია და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება რელევანტურ სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, powerpoint);
  • უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა - სასურველია;
  • უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • შემოქმედებითი, კრეატიული და პროგრესული ხედვა;
  • ორგანიზებულობა,სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
  • კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
  • ჯამრთელობის დაზღვევა;
  • ფიტპასი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com .Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.  
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.