სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

თბილისი სრული განაკვეთი აზიმუტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 10 წელზე მეტი
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
შპს "აზიმუტი" ოპერირებს ქართულ სამშენებლო სექტორში 1993 წლიდან.
კომპანია ეძებს გუნდის წევრს სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
  • სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია მრავალსართულიანი კორპუსის დამოუკიდებლად აშენების გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Eხელ, Aუტო ჩად, და ა. შ.)
  • სამშენებლო ობიექტის მართვის ცოდნა და უნარი;
  • საბშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვის და ანალიზის უნარი;
  • სამუშაოების დაგეგმვის ორგანიზებისა და ანალიზის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანუხრელი დაცვა და დარღვევების აუცილებელი და უმოკლეს ვადაში აღმოფხვრა;
  • ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მარტვა და კონტროლი;
  • მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიებების გაწერა, მათი შესრულებისთვის საჭირო ვადების დადგენა-შესრულება და შესაბამისი აქტების წარმოება;
  • შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზების, პროექტების შესწავლა და განხორციელება;
  • ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსების და სპეცტექნიკის მოძიება-შერჩევა;
  • სამშენებლო ობიექტზე კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი;
  • მუშა-მოსამსახურეების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების შედგენა და ხელმძღვანელ პირთან წარდგენა;
  • სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების რეალური მოცულობის დადგენა; 
  • ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი;
  • ობიექტზე მიღებული მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და მისი რაოდენობის დაცვა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან და დადგენილ ნორმებთან მიმართებაში.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ ფოსტაზე - azimuti2012@gmail.com