ბათუმის საზღვაო ნავსადგური აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
გაყიდვების სპეციალისტი დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებისა და დასახული მიზნების მისაღწევად უნდა ფლობდეს სპეციფიკურ უნარებსა და ცოდნას:
განათლება:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, მენეჯმენტის, ლოგისტიკის დარგში, სატრანსპორტო ან საზღვაო სფეროში;
სამუშაო გამოცდილება:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია სატრანსპორტო, ლოგისტიკურ ან სანავსადგურო დარგში;
- საზღვაო ნავსადგურის მომსახურების სპეციფიკის ცოდნა (სატვირთო გადაზიდვები, სატერმინალომომსახურება, დასაწყობება, საბაჟო მომსახურება და ა.შ.)
საკომუნიკაცია უნარები:
- ზეპირი და საქმიანი წერილობითი ურთიერთობების ცოდნა;
- კლიენტებთან, ტვირთმფლობელებთან და პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების უნარი.
მოლაპარაკებების წარმოების უნარი:
- მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების ცოდნა და გარიგებების დადება;
- კომპრომისების გამონახვა და კონფლიქტების დარეგულირება
ანალიტიკური უნარები:
- ბაზრის ანალიზის ცოდნა, კლიენტთა მოთხოვნების გამოვლენა და კონკურენტული გარემოს შეფასება.
- CRM-სისტემებთან და სხვა გაყიდვების მართვასთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.
- ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა
სტრატეგიული აზროვნება:
- გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების უნარი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი მომხმარებლების მოზიდვას და არსებულის შენარჩუნებას.
უცხო ენების ცოდნა:
- ქართული, რუსული, ინგლისური ენების ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა)
საორგანიზაციო უნარები:
- სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზების, დროისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
კლიენტზე ორიენტირება:
- ფოკუსირება მომხმარებელთა საჭიროებებზე;
- უკუკავშირით მუშაობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უნარი
- კანონმდებლობის ცოდნა
- მივლინებისთვის მზაობა
- კლიენტებთან შეხვედრებისთვის მზადყოფნა, გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი
CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Kajaiam@batumiport.com.