გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი არენა რუსთავი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, აზერბაიჯანული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "არენა რუსთავი", დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც აშენებს პრემიუმ კლასის მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექს ქალაქ რუსთავში.

"არენა რუსთავში" ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:

სამუშაო ადგილი: ლილო მოლი
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოვალეობები:
  • მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
  • სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
  • პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
  • მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
  • პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
  • მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
  • აუცილებელია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია აზერბაიჯანული ენის ცოდნა;
  • Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
  • საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ანაზღაურება შეთანხმებით.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია
გამოაგზავნო მითითებულ ელფოსტაზე Hrarenarustavi@gmail.com  2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.