ანაზღაურებადი სტაჟირება / ინჟინერ-ინსპექტორი

კასპი სტაჟირება ჰანიველ ცემენტი
მივლინება: არა
განათლება: პროფესიული კოლეჯი ენები: ინგლისური
ინჟინერია: მექანიკოს-ინჟინერი
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 
 
ჰანიველ ცემენტი აცხადებს სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში ინჟინერ-ინსპექტორის პოზიციაზე მექანიკურ დარგში. 
სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 საათი  
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 

ძირითადი მოვალეობები:
  • ძირითადი აგრეგატების ინსპექტირება და რეპორტინგი;
  • SAP PM სისტემაში აგრეგატების დაზიანებების დროული შეტანა; 
  • მოახდინოს სათადარიგო მასალების განსაზღვრა და დამატება აგრეგატების მიხედვით SAP PM ბაზაში.
  • მარაგების კრიტიკულობის განსაზღვრაში მონაწილეობა;
  • FMEA და RCFA ანალიზის შედგენაში და მათ განხორციელებაში ჩართულობა; 
  • მონაწილეობა ავარიული მიზეზების გამოვლენაში, მათ აღმოფხვრაში და ავარიული სიტუაციების აცილების ღონისძიებების შემუშავებაში;
  • შეკეთებული აგრეგატების კონდინცირების შემოწმება;
  • აგრეგატების ყოველდღიური შემოვლა და მდგომარეობის შესაბამის ფორმაში დაფიქსირება;
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

სასურველია გქონდეთ: 
  • უმაღლესი ან პროფესიურლი განათლება მექანიკის მიმართულებით; 
  • სასურველია გავლილი ქონდეს AutoCAD-ის ტრენინგი; 
  • სამუშაო ხელსაწყოების გამყენება; 
  • ნახაზების გარჩევა და შედგენა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 
  • სხარტი აზორვნება; 
  • გუნდური მუშაობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას; 
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით; 
  • სატელეფონო ლიმიტი; 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).   
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება -  სტაჟირება - ინჟინერ-ინსპექტორი მექანიკურ დარგში (კასპი)  
გისურვებთ წარმატებას! 

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.  
  
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.  
  
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.   
  
ჰანიველ ცემენტი  კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.  
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა