მძღოლ-ექსპედიტორი

ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი სრული განაკვეთი სადისტრიბუციო კომპანია ბაგრატი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1200
განათლება: საშუალო განათლება მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
შპს “ბაგრატი“ წარმოადგენს „სოფლის ნობათის“ ოფიციალურ დილერს. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.

კომპანია აცხადებს მძღოლ-ექსპედიტორის ვაკანსიას შემდეგ ქალაქებში : ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი

ძირითადი მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება.
  • მანქანის მართვის გამოცდილება სასურველია 2- წელი.
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის ტრანსპორტირება.
  • მანქანის ტექნიკური გამართულობის მეთვალყურეობა

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლიანი
  • შრომისმოყვარე

პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი -სრული
  • ანაზღაურება: 1000 -1200 ლარამდე
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კარიერული ზრდის პერსპექტივა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: bagratihr@gmail.com დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშრდით ნომერზე: +995574157080 განაცხადის მიღების ბოლო ვადა 27 ივნისამდე 2025 წ. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მძღოლ-ექსპედიტორი ). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!