HR უმცროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი მარშე
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR სპეციალისტი
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე  წარმოების  ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

მარშე“ აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზე: „ HR უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5)
სამუშაო გრაფიკი : სრული
თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით და თუ ეძებ ახალ გამოწვევებს  მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:
  • HR პროცესების ყოველდღიური მხარდაჭერა;
  • კანდიდატების ბაზების მართვა და განახლება;
  • რეზიუმეების გადარჩევა და კანდიდატებთან პირველადი კომუნიკაცია;
  • ინტერვიუების დაგეგმვაში დახმარება;
  • დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება (ხელშეკრულებები, განცხადებები და სხვა.);
  • შიდა კომუნიკაციებში მონაწილეობის მიღება (შეხვედრები,ღონისძიებები და ა.შ.);
  • HR განყოფილების ადმინისტრაციულ საქმიანობაში მხარდაჭერა.  

ძირითადი  მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება(სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • HR სფეროში მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო;
  • კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ექსელში მუშაობის შესაძლებლობა;
  • საბაზისო მათემატიკის ცოდნა;
  • ინგლისური ენის  B2 დონეზე ცოდნა ;

შერჩევის ეტაპები:
  • გასაუბრება;
  • ტესტირება ექსელში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ან ლინკდინის პროფილის URL  ლინკი შემდეგ მისამართზე: r.kharabadze@marshe.ge  და  წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „HR უმცროსი სპეციალისტი“.