სადაზღვევო კომპანია ს.ს ,,გრინ დაზღვევა საქართველო‘‘ აცხადებს ვაკანსიას ცხელი-ხაზის ოპერატორის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, ანა კალანდაძის ქ. N4
სამუშაო გრაფიკი - სამუშაო ცვლის ხანგრძლივობა და განრიგი განისაზღვრება დასაქმებულთან შეთანხმებით და ცვლებში მუშაობის ხანგრძლივობა არ აღემატება კვირაში 48 საათს.
ანაზღაურება - კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ფიქსირებული ანაზღაურება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურების სისტემას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში შემომავალი ზარების მიღება, მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების მაღალი სტანდარტის სატელეფონო კომუნიკაციის დაცვით, მომხმარებლისთვის ამომწურავი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში მათი გადამისამართება;
- სადაზღვევო შემთხვევების შესახებ შეტყობინების მიღება, პროგრამულად დაფიქსირება და ინფორმაციის შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
- გამართულად მეტყველება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა:
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
- ინფორმაციის ეფექტურად ათვისებისა და გადაცემის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- ყურადღებიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@greenig.ge წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. სს ,,გრინ დაზღვევა საქართველო“ მონაცემებს დაამუშავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.