უმცროსი იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი ბიოდიზელი ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური
იურიდიული: იურისტი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე

განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ფუნქცია მოვალეობები:
  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დაკვეთების დროული დადასტურება/შესრულება, ვადების კონტროლი, პარტნიორ კომპანიებთან უკუკავშირი;
  • სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება-მათ სამართლებრივ განხილვაში მონაწილეობის მიღება, შეფასება, ვიზირება, გაფორმება, სისტემატიზაცია;
  • კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა: კომპანიისთვის საჭირო წერილების, ბრძანებების, წესდებების, აქტების, ინსტრუქციების, საჩივრებისა და სხვა საჭირო იურიდიული პროექტების მომზადების (საქმისწარმოების წესით-შევსება, წარმოება, მოწესრიგება) უზრუნველყოფა;
  • წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურის ორგანიზაციებში, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
  • საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირების დროული ინფორმირება;
  • კომპანიისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ, თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის ამოცანების/დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • ადმინისტრაციული, შრომის, სამეწარმეო და სამოქალაქო კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (ჩაითვლება უპირატესად);
  • სავალდებულოა ქართული და სამართლებრივი ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (გამართული ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევებით) ;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office) სავალდებულოა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge გთხოვთ სათაურის ველში - “subject”, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.