Tempo Construction — სამშენებლო კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე ქ. ბათუმში და ახორციელებს ორ მიმდინარე პროექტს Queen’s Residence და Serenade by Tempo ქალაქის პრესტიჟულ უბანში ახალი ბულვარის მიმდებარედ.
ჩვენი გუნდი ეძებს სამუშაოთა მწარმოებელს რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო პროცესების ადგილზე კოორდინაციაზე და ხარისხის კონტროლზე.
ძირითადი მოვალეობები:
მოთხოვნები:
ჩვენი გუნდი ეძებს სამუშაოთა მწარმოებელს რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო პროცესების ადგილზე კოორდინაციაზე და ხარისხის კონტროლზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური ორგანიზება და მართვა
- სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადების კონტროლი
- სამუშაო გრაფიკების შედგენა და მათი შესრულების მონიტორინგი
- სარემონტო-სამშენებლო მასალებისა და რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა
- ქვეკონტრაქტორებთან და მშენებლობის გუნდთან კოორდინაცია
- ტექნიკური დოკუმენტაციის და ხარჯთაღრიცხვების კონტროლი
- რეგულარული კომუნიკაცია პროექტის მენეჯერებთან და ინჟინრებთან
მოთხოვნები:
- სამშენებლო სფეროში სამუშაოთა მწარმოებლად ან მშენებლობის ზედამხედველად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ტექნიკური განათლება (სამშენებლო პროფილის უმაღლესი ან პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად)
- მშენებლობის ტექნოლოგიებისა და პროცესების კარგად ცოდნა
- მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დროის მართვის უნარი
- გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი
- საოფისე და სამშენებლო სპეც. პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
- პროფესიონალური განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სასიამოვნო და თანამედროვე სამუშაო გარემო
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: n.mamuchadze@tempoholding.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სამუშაოთა მწარმოებელი“
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელეტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არა უმეტეს 6 თვისა. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იქნას კომპანიის სხვა პოზიციებზე არსებობის შემთხვევაში კომპეტენციის შესაბამისად.
„ტემპო ქონსთრაქშენი“ გისურვებთ წარმატებას!