ადვოკატი

თბილისი სრული განაკვეთი Lekishvili & Patieshvili – Criminal Defense Lawyers
მივლინება: არა
იურიდიული: ადვოკატი
იურიდიული ბიურო Lekishvili & Patieshvili – Criminal Defense Lawyers, რომელიც სპეციალიზდება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე, აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სისხლის სამართლის საქმეების მასალების შესწავლა და სამართლებრივი ანალიზი;
  • სამართლებრივი დოკუმენტების (განმარტებები, შუამდგომლობები, საჩივრები, განცხადებები და სხვა) მომზადება;
  • მონაწილეობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში;
  • ვიზიტები საპატიმრო დაწესებულებებში და კომუნიკაცია ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან;
  • კოორდინაცია დაცვის გუნდთან და ადვოკატებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მოქმედი ადვოკატის მოწმობა (სავალდებულო);
  • სისხლის სამართლის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება – სასურველია;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი და ინიციატივიანობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კომპიუტერულ/ტექნიკური უნარჩვევები (სასურველია);
  • უცხო ენების ცოდნა (სასურველია);

ანაზღაურება და პირობები:
  • ანაზღაურება შეთანხმებით - გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მხედველობაში მიღებით.

შერჩევის ეტაპები და თანამშრომლობის პროცესი:
  • განაცხადების გადარჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;
  • გასაუბრებაზე დაიბარებიან მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატები;
  • კანდიდატებთან გასაუბრება და პროფესიული უნარების შეფასება მოხდება ეტაპობრივად, რეალური საქმიანი სიმულაციებისა და პრაქტიკული ამოცანების მეშვეობით;
  • შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სპეციალურად შემუშავებული თეორიულ-პრაქტიკული სემინარები და სამუშაო ტრენინგები, სადაც დეტალურად გაეცნობიან ჩვენი ბიუროს სამუშაო სტილსა და მიდგომებს;
  • ჩვენი მიზანია ვიპოვოთ პროფესიონალი, რომელიც საუკეთესოდ შეერწყმება ჩვენს გუნდს და მზად იქნება მაღალი სტანდარტით იმუშაოს სისხლის სამართლის ურთულეს საქმეებზე;
  • წარმატებული თანამშრომლობა გახდება საფუძველი გრძელვადიანი, მუდმივი თანამშრომლობისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობისთვის.

სავალდებულო დოკუმენტაცია განაცხადის წარდგენისას:
  • რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი;
  • ადვოკატის მოწმობის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით მოეკიდოთ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, შედგენას, ვინაიდან სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე მოხდება პირველადი შერჩევა და გასაუბრებაზე მოწვევა.

დაკავშირება:
გთხოვთ, გამოგზავნოთ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელფოსტაზე: info@criminallaw.ge