მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი საქკაბელი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი
სს “საქკაბელი” 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს  როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული  პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა. 
სს საქკაბელის მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს. 

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს „საქკაბელი“ გთავაზობთ დასაქმებას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოების მართვა 
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი 
  • ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება და ჩაბარება 
  • საბანკო ოპერაციების კონტროლი 
  • დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების კონტროლი 
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა 
  • შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება 
  • კომპანიის საოპერაციო საქმიანობაში სრული ჩართულობა 
  • ხელფასების დარიცხვა, ხელფასთან დაკავშირებული ბუღალტრული ჩანაწერების შესრულება. 
  • თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ბაკალავრის ხარისხი ბუღალტერიის - ფინანსების განხრით 
  • მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება 
  • წარმოების სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად 
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, მნიშვნელოვანი ფინანსური ტერმინოლოგია 
  • MS Office პროგრამების ფლობა სამომხმარებლო დონეზე; Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე  
  • სასურველია 1C და/ან Apex მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება 1C  ვერსია 8.3 ში მუშაობის გამოცდიელბას) 

უნარები/პიროვნული მახასიათებლები 
  • მაღალი მოტივაცია და პროფესიულ ზრდაზე ორიენტაცია 
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა 
  • გუნდური მუშობა 

თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე:  hr@sakcable.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მთავარი ბუღალტერი.  
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის  გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად

გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge 

თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობსა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.  
გისურვებთ წარმატებას!