ლოჯისტიკური (სატრანსპორტო) კომპანია „Georgian Logistic Group” საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 12 წელია და მომხმარებლებს სთავაზობს ტვირთების იმპორტ/ექსპორტს, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების გზით. 2014 წლიდან კომპანია WCA World-ის წევრია, ხოლო 2025 წლინდა Wave Network-ის.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ ლოჯისტიკის მენეჯერს სახმელეთო მიმართულებით.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 3;
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00;
- ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით).
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- ტრანსპორტირების პროცესის მართვა და კოორდინაცია;
- გადაზიდვის ფასის / ავტოტრანსპორტის მოძიება;
- გადაზიდვის ვადების და მარშრუტების მონიტორინგი;
- ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
- სანდო პარტნიორის მოძიება და ურთიერთობის დამყარება;
- არსებულ პარტნიორებთან რეგულარული მოლაპარაკების წარმართვა;
- მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრა;
- გადაზიდვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სავალდებულოა სატრანსპორტო კომპანიაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციის და ორგანიზებულობის უნარი;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@glg.ge