რეგიონული მენეჯერის მოადგილე

ქუთაისი სრული განაკვეთი ფინბიურო
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: ფილიალის მმართველი
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
"ფინბიურო" აერთიანებს 20 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას  რეგიონალური მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში.
 
სამუშაო განაკვეთი:სრული 
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებული+ ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ჯგუფების შესასრულებელი გეგმების მიხედვით, ჯგუფების მიხედვით ინდივიდუალური გეგმების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
  • ვიზიტების დაგეგმვა, ჯგუფებში შესრულების მონიტორინგი, ვიზიტების ბიუჯეტის კონტროლი;
  • მოსალოდნელი შედეგების ყოველდღიური კონტროლი;
  • სტაnდარტიზაციის მიხედვით მუშაობის მონიტორინგი და შეფასებების უკუკავშირში ჩართულობა;
  • როტაციის პროცესში ჩართულობა საჭიროებიდან გამომდინარე;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან გეგმიური შეხვედრა/ქოლი გაიდლაინის მიხედვით;
  • არაგეგმიური რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული მითითებების მიხედვით;
  • რეგიონის ჭრილში ყოველთვიური ანალიზი/რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
  • პრობლემურ მსესხებლებთან კომუნიკაცია საჭიროებიდან გამომდინარე;
  • გუნდის წევრებისთვის კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების მიწოდება/დროული ინფორმირება; განვითარებასა და სამუშაოს შესრულების ხარისხის ზრდაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

კომპეტენციები და უნარები: 
  • გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " რეგიონალური მენეჯერის მოადგილე", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.