IBCCS Georgia ეძებს გუნდის ახალ წევრს საგადასახადო დეპარტამენტში სტაჟიორის პოიციაზე
კომპანია IBCCS Georgia არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს ბიზნესს, იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ და ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას. IBCCS Georgia მომსახურებას უწევს როგორც უცხოურ, ასევე საქართველოში ოპერირებად კომპანიებს. IBCCS Georgia ოფისები აქვს ასევე კვიპროსში (ლიმასოლი), ესტონეთში (ტალინი) და დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).
სამუშაოს აღწერა:
მოთხოვნები:
პიროვნული თვისებები:
ლოკაცია: თბილისი, ვაკის რაიონი, ატენის 16ა
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება NET 300 - 500 ლარის ოდენობით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი: 09:30 - 18:30 საათამდე.
თუ შენც გვეძებ გადმოაგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@ibccs.tax ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟიორი საგადასახადო დეპარტამენტში
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ(ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 6 თვის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში და ვაღიარებთ პირთა თანასწორობის უფლებას.

- საგადასახადო დეპარტამენტის ყოველდღიურ პროცესებში მონაწილეობის მიღება;
- საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაციაში დახმარება;
- საგადასახადო ლიცენზიებისა და ნებართვებისათვის განაცხადების მომზადებაში მონაწილეობა;
- საგადასახადო დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე სტაჟიორის მხარდაჭერა, მათ შორის საჩივრების მომზადების პროცესში ჩართვა;
- საგადასახადო და ორგანიზაციულ/ტექნიკურ საკითხებში კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;
- დაბეგვრის საკითხებზე პოზიციების მომზადებაში ასისტენტობა;
- დეპარტამენტის სხვა მიმდინარე დავალებებში ჩართულობა.
მოთხოვნები:
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
- უპირატესად ჩაითვლება დაბეგვრისა და ფინანსური აღრიცხვის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (სავალდებულო მოთხოვნა);
- რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა (სასურველია);
- განიხილებიან საკითხით დაინტერესებული იურიდიული ან ფინანსური მიმართულების დამამთვარებელი კურსის სტუდენტები.
პიროვნული თვისებები:
- მოტივირებული და სწავლის სურვილით სავსე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალური და ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაციის კარგი უნარები (ვერბალურად და წერილობით);
- დროის მართვის უნარი.