სასტუმროს მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი დიენთი ჯგუფი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სასტუმროს მენეჯერი
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია “დიენთი ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას 2 სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ლერმონტოვის 12, თბილისი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროს მიმდინარე ოპერაციების მართვა-ორგანიზება;
  • მომსახურების პროცესი მონიტორინგი და გაუმჯობესება;
  • სტუმრების მიღება-განთავსება, მათთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება;
  • შემოსულ ზარებსა და სოციალურ ქსელში შემოსული შეტყობინებების კონტროლი და რელევანტური კომუნიკაციის დაბრუნება;
  • საოპერაციო ხარჯებისა და მარაგების კონტროლი;
  • ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგება;
  • თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა;
  • მომსახურების სტანდარტების დაცვა, კონტროლი და გაუმჯობესება მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასტუმროს მართვის პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • სამუშაოს ეფექტურად დელეგირების უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და მოქნილობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე  Contact@dntgroup.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სასტუმროს მენეჯერი".